რჩევები მარტო მოგზაურთათვის!

თუ მოგზაურობისთვის პარტნიორი სულაც არ გჭირდებათ და მარტოც მშვენივრად გრძნობთ თავს, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
სცადეთ ქაუჩსერფინგი- თუ გსურთ ახლოს გაიცნოთ უცხო ქვეყნის კულტურა და ამასთან, ღამის გასათევად ფულიც არ დახარჯოთ, უკეთესს გზას ვერ იპოვით. ამ ვებ-გვერდის პოპულარობა ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი იმაზე უფრო უსაფრთხო და კომფორტულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. ამასთან, თქვენ თავად ირჩევთ პოტენციურ მასპინძელს, სწავლობთ მის პროფილს, გამოხმაურებებს და მხოლოდ ამის შემდეგ წერთ სტუმრობაზე.
ისწავლეთ რამდენიმე სიტყვა ადგილობრივ ენაზე - არ არის აუცილებელი რთული ქვეწყობილი ან თანწყობილი წინადადებების შედგენა, ზოგჯერ, მარტივი სიტყვები უკეთ გვეხმარებიან. მაგ. ისწავლეთ გამარჯობა, მადლობა, კი, არა და თქვენი ქვეყნის დასახელება იმ ენაზე, სადაც მოგზაურობთ. თუ გამოთქმა არ გამოგდით, არაუშავს, ადგილობრივებს ამით კიდევ ერთ საბაბს მისცემთ გასაღიმებლად.
მიირთვით ადგილობრივი კერძები - შეისწავლეთ ადგილობრივი სამზარეულო და დააგემოვნეთ განსხვავებული კერძები. ორიგინალური მეთოდი ნაციონალური სამზარეულოს დასაგემოვნებლად და ადგილობრივებთან სტუმრობისთვის არის EatWith. ამ ვებ-გვერდზე სხვადსხვა ქალაქებიდან გეპატიჟებიან თავისთან სახლში, კულინარიული უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის. მარტოხელა მოგზაურთათვის იკრიბება ჯგუფი, რაც კიდევ ერთი საშუალებაა დროის საინტერესოდ გასატარებლად და უცხო ადამიანების გასაცნობად.
ისარგებლეთ ადგილობრივი შეკრებებით- თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც მარტო მოგზაურობს, ამ ვებ-გვერდის საშუალებით Meetup.com შეგიძლიათ უამრავი ღონისძიების მოძიება. მათი საშუალებით გაიცნობთ როგორც ადგილობრივებს, ასევე სხვა ტურისტებსაც და დროს საინტერესოდ გაატარებთ, ყოველ შემთხვევაში, სცდით მაინც.
ენდეთ ინტუიციას- თუ რომელიმე ჩიხი საშიშად გეჩვენებათ ან რომელიმე ადამიანი საეჭვოდ, ენდეთ ინტუიციას და შეეცადეთ თავი ააარიდოთ საფრთხეებს. როცა მარტო მოგზაურობთ, არ არის საჭირო გმირად წარმოაჩინოთ თავი, თავი აარიდეთ სახიფათო სიტუაციებს და დატკბით მოგზაურობით.
შეგიძლიათ მოიტყუოთ კიდეც- არ არის აუცილებელი ყველას მოუყვეთ, რომ მარტო მოგზაურობთ. შეგიძლიათ, თქვათ რომ მეგობრებთან/მეუღლესთან/მშობლებთან ერთად მოგზაურობთ, თუ ამის საჭიროება იგრძენით.
დაჯექით ბართან ახლოს- ბარმენთან და მიმტანთან საუბრით, შესაძლოა, ბევრი საინტერესო ადგილობრივი საიდუმლო თუ საინტერესო დეტალი გაიგოთ.
ეკონტაქტეთ ადგილობრივებს-ნუ მოგერიდებათ ადგილობრივებისთვის შეკითხვების დასმა, თამამად გამოკითხეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. ისაუბრეთ მაღაზიაში, ტაქსში, რესტორანში თუ სასტუმროში, რა იცი ვის გადაეყარო შემთხვევით :) ამასთან, როგორც წესი, ადგილობრივებისთვისაც საინტერესოა ტურისტებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა.
ეკონტაქტეთ ახლობლებს- ახალ ადგილზე გადასვლისას გაუგზავნეთ შეტყობინება ახლობლებს, ამით უზრუნველყოფთ მათ სიმშვიდეს და თქვენს უსაფრთხოებას.
კიდევ უამრავი რჩევის მოცემა შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ეს ჩამონათვალიც საკმარისია. შეგიძლიათ დამატებით გაეცნოთ ჩვენს სტატიას უსაფრთხო მოგზაურობაზე.
ბლოგი
გაზიარება
კომენტარები