მიჰყევი გულის ძახილს, დაგეგმე საოცნებო მოგზაურობა!

რომელია შენი ოცნების ქალაქი?

შეიქმენი სათავგადასავლო განწყობა!

თამამად დაგეგმე საზაფხულო თავგადასავალი!

ღამის გასათევი თუ ახალი ამბების დასაწყისი?

რას აქცევთ ყურადღებას როდესაც მოგზაურობისას ღამის გასათევს ეძებთ? ეს უნდა იყოს სასტუმრო, სადაც კომფორტულად მოთავსდებით, თუ ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც იაფად შეძლებთ ღამის გათევას?

ძირითადად ეს ორი არჩევანი უდგას ხოლმე ახალბედა მოგზაურებს, თუმცა არის მესამე! ადგილი როგორც ღამის გასათევი არის ერთი მხარე, მაგრამ ეს ღამის გასათევი შეიძლება თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთ საინტერესო ამბადაც კი იქცეს; სოციალური დატვირთვას ვგულისხმობ.

როდესაც მოგზაურობას ვგეგმავ ვირჩევ ჰოსტელს, რომელსაც აქვს დიდი და საინტერესო სოციალური სივრცე, მეგობრული პერსონალი და კარგი შეფასებები მომხმარებლისგან. ესაა გარანტი იმისა, რომ როცა ოთახიდან გამოვალ ახალ მეგობრებს აუცილებლად შევიძენ, რომლებთან ერთადაც გავატარებ იმ საღამოს, ან მომდევნოებსაც, მექნება საინტერესო საუბარი და შეიძლება თავგადასავლებიც. ხშირად ხდება, როდესაც რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება სხვადასხვა ქვეყნიდან , აქვთ ძალიან საინტერესო საუბარი ბოთლ ლუდთან ერთად. ასეთი მომენტებისთვის ღირს მოგზაურობა!

შენობებისთვის ჩამოვლა და ფოტოების გადაღება კარგია. თუმცა გქონდეს შესაძლებლობა გაიცნო ახალი კულტურა ადამიანებთან ურთიერთობით და არა მარტო შენობების თვალიერებით, ესაა ნამდვილი მოგზაურობა.

ჰოსტელი ამ მხრივ საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. საშუალოდ ერთი ღამის ფასი 8 ევროდან იწყება და ადის 20 ევრომდე ყველაზე ძვირ შემთხვევაში და ეს ფასი თითქმის ერთნაირია ევროპის ყველა ქვეყანაში. ხარჯს შეიმცირებთ თუ ბევრსაწოლიან ოთახს აიღებთ. გამიტარებია ღამეები 20 კაციან ოთახებში და ვერ გეტყვით, რომ დიდად განვიცადე დისკომფორტი. თუმცა შეიძლება გადაიხადოთ რამდენიმე ევროთი მეტი და მოხვდეთ 4-6 კაციან ოთახებში, კომფორტული საწოლებით და ინდივიდუალური საშხაპით. მოძებნეთ ჰოსტელები შემდეგ საიტებზე: https://www.booking.com , http://www.hostelbookers.com , http://www.hostelworld.com .  

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ხშირად ინტერესდები, თუ როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები, რა ხდება იმ სახლებს შიგნით, რასაც სურათებს ვუღებთ. ამ ინტერესს თუ უფასო საცხოვრებლით დაიკმაყოფილებ, მაგას რა სჯობს. ასეთ შესაძლებლობას იძლევა https://www.couchsurfing.com/ . საიტის მეშვეობით შეგიძლიათ იშოვოთ უფასო ღამის გასათევი და თუ გაგიმართლათ, საინტერესო მასპინძელიც.

თუ მეგობრები მოგზაურობთ, ისედაც ბევრნი ხართ და დამატებითი ხალხის გაცნობა ზეგარებათ მაშინ https://www.airbnb.com უნდა აირჩიოთ. დაიქირავებთ მთლიან ბინას და თავისუფლად გაატარებთ დროს მეგობრებთან, არავინ შეგაწუხებთ. საკმაოდ იაფიც დაგიჯდებათ. 

ბლოგი

რჩევები უსაფრთხო მოგზაურობისთვის!

მოულოდნელი სიტუაციებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ გირჩევთ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებლად გაითვალისწინოთ:   გადაანაწილ...

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა!

ნუ ფიქრობთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა დისკომფორტს შეგიქმნით, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და დაისვენეთ უფრო მშვიდად.   პირველ რი...

ავტოსტოპით მოგზაურობა!

თუ დანაზოგი შემოგეხარჯათ, მაგრამ მოგზაურობის სურვილი მაინც არ გასვენებთ, არ იდარდოთ და თამამდ აწიეთ ცერა თითი. ავტოსტოპი მგზავრობის ყვე...

#უეჭველი სანახავი ადგილები საქართველოში!

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ გულისამაჩქარებლად ლამაზი და თვალწარმტაცი საქართველოს კუთხეები, დროა საზაფხულო თავგადასავალი დაგეგმოთ.   ...

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ სამოგზაუროდ?

  აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენგენის ქვეყნებში მიმოსლვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. ...

რა საბუთები მჭირდება სამოგზაურო დაზღვევისთვის?

სამოგზაურო დაზღვევის მიღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. აუცილებელია თან იქონიოთ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, იცოდეთ სამოგზაურო ქვეყნებ...

#უეჭველი დასალაშქრი 1 დღიანი ადგილები!

  თუ ბევრს წუწუნებთ, რომ ქალაქიდან გასვლა გინდათ, მაგრამ შაბათ-კვირას ვერაფრის ნახვას მოასწრებთ, ნურას უკაცრავად, უამრავი ერთდღია...

იაფი ფრენები

მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად მიაჩნია, თუმცა ეს კარგა ხანია ასე სულაც არ არის. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი თავგადასავა...

ღამის გასათევი თუ ახალი ამბების დასაწყისი?

რას აქცევთ ყურადღებას როდესაც მოგზაურობისას ღამის გასათევს ეძებთ? ეს უნდა იყოს სასტუმრო, სადაც კომფორტულად მოთავსდებით, თუ ეს უნდა იყოს...

გაზიარება

კომენტარები