მიჰყევი გულის ძახილს, დაგეგმე საოცნებო მოგზაურობა!

რომელია შენი ოცნების ქალაქი?

შეიქმენი სათავგადასავლო განწყობა!

თამამად დაგეგმე საზაფხულო თავგადასავალი!

იაფი ფრენები

მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად მიაჩნია, თუმცა ეს კარგა ხანია ასე სულაც არ არის. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი თავგადასავალი ჭკვიანურად. ამ პოსტში იაფი ფრენების მოძიების გზებზე ვისაუბროთ.

არსებობს დაბალფასიანი ავიახაზები, რომელთა ტარიფები ერთი ქვეყნიდან მეორეში თბილისი-ბათუმის მატარებელზე იაფი ჯდება. ერთ-ერთი ასეთი ჩვენთვის ალბათ ყველასთვის ცნობილია, wizzair. შესაბამისად, ყველაზე კარგი გზაა გადავფრინდეთ wiz air -ით ევროპის რომელიმე ქალაქში, თუნდაც ეს ქალაქი არ იყოს ჩვენი მოგზაურობის დანიშნულების საბოლოო წერტილი, და შემდეგ სხვა იაფი ავიახაზებით მივაღწიოთ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე.

სხვა იაფ ავიახაზებს რაც შეეხება, მაგალითად, ryanair, easyjet, blueair -ით და კიდევ რამდენიმე სხვა იაფიანი ავიახაზებით კარგი მოგზაურობის მოწყობა შეიძლება. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა გსურთ, პირდაპირი გზა ყველაზე ძვირია და უმჯობესია გზაში მოიაროთ დამატებით რამდენიმე ქვეყანა, თანხის დასაზოგად. მაგალითად, ბარსელონიდან ბუდაპეშტში გადაფრენას შეიძლება ჯობდეს ბარსელონა - ვარშავა, და ვარშავაში ერთი საინტერესო, თავგადასავლებით სავსე 24 საათის გატარების შემდეგ, მოგზაურობის ბუდაპეშტში გაგრძელება. ამასთან, ასეთი საინტერესო გაჩერების ხარჯები, ჰოსტელის და გართობის ჩათვლით, არც კი გადააჭარბებს იმ დანახარჯს, რაც პირდაპირი ფრენისას უნდა გაგეწიათ.

ასეთი შესაძლებლობების აღმოჩენის ძალიან კარგი საშუალებაა ფრენების საძიებელი საიტები https://www.skyscanner.net/ და https://www.edreams.net. მათი საშუალებით შესაძლებელია ასობით ავიაკომპანიის ფრენების ნახვა, ფასების შედარება და პირდაპირ ამ საიტებიდან ყიდვა. ასე რომ, თუ აღმოაჩინეთ, რომ ყველაზე იაფიანი გზა ყველაზე მოკლე სულაც არ არის და დამატებით ერთ ან რამდენიმე ქვეყანას გულისხმობს, უარი არ თქვათ ამ შესაძლებლობაზე!

კიდევ რამდენიმე რჩევა:

 

ბლოგი

რჩევები უსაფრთხო მოგზაურობისთვის!

მოულოდნელი სიტუაციებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ გირჩევთ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებლად გაითვალისწინოთ:   გადაანაწილ...

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა!

ნუ ფიქრობთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა დისკომფორტს შეგიქმნით, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და დაისვენეთ უფრო მშვიდად.   პირველ რი...

ავტოსტოპით მოგზაურობა!

თუ დანაზოგი შემოგეხარჯათ, მაგრამ მოგზაურობის სურვილი მაინც არ გასვენებთ, არ იდარდოთ და თამამდ აწიეთ ცერა თითი. ავტოსტოპი მგზავრობის ყვე...

#უეჭველი სანახავი ადგილები საქართველოში!

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ გულისამაჩქარებლად ლამაზი და თვალწარმტაცი საქართველოს კუთხეები, დროა საზაფხულო თავგადასავალი დაგეგმოთ.   ...

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ სამოგზაუროდ?

  აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენგენის ქვეყნებში მიმოსლვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. ...

რა საბუთები მჭირდება სამოგზაურო დაზღვევისთვის?

სამოგზაურო დაზღვევის მიღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. აუცილებელია თან იქონიოთ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, იცოდეთ სამოგზაურო ქვეყნებ...

#უეჭველი დასალაშქრი 1 დღიანი ადგილები!

  თუ ბევრს წუწუნებთ, რომ ქალაქიდან გასვლა გინდათ, მაგრამ შაბათ-კვირას ვერაფრის ნახვას მოასწრებთ, ნურას უკაცრავად, უამრავი ერთდღია...

იაფი ფრენები

მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად მიაჩნია, თუმცა ეს კარგა ხანია ასე სულაც არ არის. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი თავგადასავა...

ღამის გასათევი თუ ახალი ამბების დასაწყისი?

რას აქცევთ ყურადღებას როდესაც მოგზაურობისას ღამის გასათევს ეძებთ? ეს უნდა იყოს სასტუმრო, სადაც კომფორტულად მოთავსდებით, თუ ეს უნდა იყოს...

გაზიარება

კომენტარები